,,გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება“

მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
მიზანი  17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად
მ/წ 03 დეკემბერს, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ და კლუბ „ეკო -vision“-ის წევრებმა ერთობლივად დაგეგმეს და ქალაქ ვალის საზოგადოებრივი ცენტრის ბაზაზე ჩაატარეს თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: ,,გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება“. ღონისძიების მიმართულება იყო: როგორ ჩამოვყალიბდეთ ,,ტყის ქომაგად“. შეხვედრა მიზანად ისახავდა სკოლის აღსაზრდელებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი კულტურის განვითარებასა და ასევე კულტურული და შემოქმედებითი აზროვნების განვითრებას. ამ ყველაფერის ორგანიზებაში მოსწავლეებს მნიშვნელოვანი დაეხმარება გაუწია სკოლის მე-9 კლასის დამრიგებელმა -ქალბატონმა ეთერ გოგოლაძემ.აღსანიშნავია,რომ შეხვედრას ასევე ესწრებოდა სსსმ მოსწავლე. შეხვედრა დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო აქტივობებით, როგორიცაა: ტექსტის გააზრება, როლური თამაში, ჩანახატის და ნახატის შექმნა, მწვანე ჯაჭვი, ხელები. შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა, რაზეც მონაწილეთა მიერ შევსებული თვითშეფასების კითხვარიც მეტყველებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გამოქყვეყნდა ეტალონის ოფიციალურ ვებ-გვერძე. გთხოვთ იხ.ბმული https://www.etaloni.ge/geo/main/index/33574
                  
 

Комментариев нет:

Отправить комментарий