,,სხვას ვექცევით ისე, როგორც გვსურს, მოგვექცნენ’’

მიზანი 16: მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
მიმდინარე წლის 29 ნოემბერს მე–8 კლასში სამოქალაქო კლუბის ინიციატივით ჩატარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე: ,,სხვას ვექცევით ისე, როგორც გვსურს, მოგვექცნენ’’. მოსწავლეებმა იმის გასააზრებლად, რომ ადამიანებს გული არ უნდა ვატკინოთ, ქაღალდის გულები დაკეცეს/ დაჭმუჭნეს და შემდეგ ისევ გაშალეს, ქაღალდის გულებზე დამჩნეული ნაკეცების შემხედვარე მოსწავლეებმა ამ მარტივ აქტივობაზე დაყრდნობით ერთხმად აღიარეს, რომ თუ ადამიანებს გულს ვატკენთ, ის ტკივილი არასოდეს დაავიწყდებათ. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს სიტუაციური ამოცანები და მთელი გაკვეთილის განმავლობაში საკლასო სივრცეში ისმოდა ის სიტყვები, რომლებიც ასე ძალიან გვჭირდება დღეს ადამიანებს: პატივისცემისთვის, თანადგომისთვის, სიყვარულისთვის. მოსწავლეებმა სწორედ ამ შინაარსის სიტყვები დაწერეს ქაღალდის ლენტებზე და მოათავსეს ,,დახმარების ყუთში’’, საიდანაც შემდეგ ამოიღეს და ხმამაღლა წაკითხვის შემდეგ მიამაგრეს ფლიპჩარტზე იმ მიზნით, რომ ადამიანებს მუდამ გვახსოვდეს, რომ ერთმანეთს მუდამ უანგაროდ უნდა ამოვუდგეთ მხარში.
                             

Комментариев нет:

Отправить комментарий