«ეკო-vision»-ის კლუბის წევრების ინიციატივითა და თხოვნით დღეს, 31 იანვარს, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის №2 სკოლაში ჩაატარდა თავისუფალი გავეთილი თემაზე: ,,ჩვენი დროის გმირები" (შინდისის გმირები). გაკვეთილის მიზანი იყო: სკოლის აღსაზრდელებს გაეცნოთ ჩვენი დროის გმირები, კონკრეტულად შინდისის გმირების ისტორია. მათ წაიკითხეს დოკუმენტური მასალა 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში მომხდარი გმირების შესახებ. იმსჯელეს, თუ რას ნიშნავს შესწირო სიცოცხლე ქვეყნის დამოუკიდებლობას, რას ნიშნავს ვაჟკაცობა და როგორი უნდა იყოს ჩვენი დროის გმირი. მათ გამართეს დისკუსია და ისაუბრეს ამ საკითხთან დაკავშირებულ თემაზე. შემდეგ კი - თითოეულმა მოსწავლემ მისწერა წერილი შინდისის გმირებს და ჯაჭვის საშუალებით გააკეთეს გზავნილი გმირებისადმი.

Комментариев нет:
Отправить комментарий